მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი იქნება ძალიან კარგად... ყველა პროექტიც განხორციელდება" - როგორი იქნება ვალის პოლიტიკა 2025 წელს?

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს ბიუჯეტში, მშპს-თან მიმართებით ვალის მოცულობა 40%-ის ფარგლებში იქნება და ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება - ამის შესახებ პრემიერმა bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

bm.ge-ის მთავარმა რედაქტორმა პრემიერს ჰკითხა, ხელისუფლების არსებული პოლიტიკის ფონზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ გააგრძელებენ სესხის გაცემას და ხომ არ იქონიებს ეს გარემოება გავლენას 2025 წლის ბიუჯეტზე.

„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.

ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, კობახიძემ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ – ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 31 ივლისის მდგომარეობით 8.8 მლნ აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები