ბიუჯეტის შემოსავლები:
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 8.98 მილიარდ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში შემცირებულია 1.48 მილიარდი ლარით. ცალკეული გადასახადების შემოსავლების კლება ასეთია: ● დღგ - 3.75 მილიარდი ლარი, კლება 643.9 მლნ ლარი;
● საშემოსავლო გადასახადი - 2.99 მილიარდი ლარი, კლება 425 მილიონი ლარი (აქედან 230 მლნ ლარის კლება 750 და 1500 ლარამდე ხელფასებზე საგადასახადო შეღავათს უკავშირდება);
● მოგების გადასახადი - 840 მილიონი ლარი, კლება 130 მილიონი ლარი;
● აქციზი - 1.32 მილიარდი ლარი, კლება 75 მლნ ლარი.
COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, 40 მილიონი ლარით შემცირდება პრივატიზაციის გეგმა და ის 90 მილიონი ლარით განისაზღვრება.
მთავრობა შიდა და საგარეო ვალების აღებას ისტორიულ ნიშნულამდე ზრდის. შედეგად, მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის მიმართება 55%-ს მიაღწევს.
შიდა ვალის მოცულობა იზრდება 650 მილიონი ლარით და ის 1.85 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მოცულობა კი 4.47 მილიარდი ლარით იზრდება და ჯამურად, 5.15 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველო გადაუდებელი დაფინანსების სახით, დახმარებას მიიღებს შემდეგი საფინანსო ინსტიტუტებისგან:
✓ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 603,0 მლნ ლარი;
✓ აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 1 455,0 მლნ ლარი;
✓ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) - 885,1 მლნ ლარი;
✓ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 450,0 მლნ ლარი;
✓ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) - 439,8 მლნ ლარი;
✓ მსოფლიო ბანკი (WB) - 396,1 მლნ ლარი;
✓ ევროკავშირი (EU) - 241,0 მლნ ლარი.
ცალკეული უწყებების მხრივ, ყველაზე მეტად, 1.153 მილიარდი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება. უწყება დამატებით სახსრებს შემდეგ მიმართულებებებზე გადაანაწილებს:
✓ დაქირავებით დასაქმებულთა დახმარება, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი (200 ლარი 6 თვის განმავლობაში) – 450,0 მლნ ლარი;
✓ თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი დახმარება - 75,0 მლნ ლარი;
✓ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის - 170,0 მლნ ლარი;
✓ 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება - 48,0 მლნ ლარი;
✓ შშმ პირთა დახმარება - 24,0 მლნ ლარი;
✓ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესება - 60,0 მლნ ლარი; ✓ ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები - 285,0 მლნ ლარი;
✓ დევნილთა სახლების შესყიდვა - 20,0 მლნ ლარი;
რეკორდულ ზომამდე იზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება:
ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 125%-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება და ის 822.4 მილიონ ლარს მიაღწევს.
აქედან ყველაზე მეტი თანხა შემდეგ პროგრამებზე განაწილდება:
✓ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად - 330,0 მლნ ლარი;
✓ სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის - 70,0 მლნ ლარი;
✓ მცირე გრანტების გასაცემად - 20,0 მლნ ლარი;
✓ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა – 20,0 მლნ ლარი;
✓ საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის - 45,0 მლნ ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება:
წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით ზრდის, რის შედეგადაც ეს უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. ცალკეული მიმართულებები, რომლებზეც სამინისტროს ასიგნებები განაწილდება:
● ერთიანი აგროპროექტი - 211.8 მილიონი ლარი, ზრდა 69.3 მილიონი ლარი;
● ახალი COVID-19 - დან გამომდინარე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებები - 70 მილიონი ლარი;
● მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 80 მილიონი, ზრდა 69 მილიონი ლარი.
600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები:
კერძოდ კი სხვადასხვა უწყებების მიმდინარე ხარჯები 298 მილიონი ლარით, კაპიტალური ხარჯები კი 301 მილიონი ლარით შემცირდება. ამასთანავე არაერთი უწყების მთლიანი დაფინანსება შემცირდება, კერძოდ კი, კლება შეეხება შემდეგ მიმართულებებს:
1. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტი - 1.82 მილიარდი ლარი, კლება -251.3 მლნ ლარი;
2. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები ბიუჯეტი - 1.2 მილიარდი ლარი, კლება -117.45 მლნ ლარი;
3. მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ბიუჯეტი - 619.2 მლნ ლარი, კლება -85.5 მლნ ლარი;
4. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბიუჯეტი - 1.54 მილიარდი ლარი, კლება -127.7 მლნ ლარი;
5. თავდაცვის სამინისტრო - 805.0 მლნ ლარი, კლება -75 მლნ ლარი;
6. ფინანსთა სამინისტრო - 81.0 მლნ ლარი, კლება -12 მლნ ლარი;
7. შსს ბიუჯეტი - 760.0 მლნ ლარი, კლება -10 მლნ ლარი;
8. საერთო სასამართლოები - 76.4 მლნ ლარი, კლება -8 მლნ ლარი;
9. პარლამენტი ბიუჯეტი - 60.7 მლნ ლარი, კლება -4 მლნ ლარი;
10. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტი - 156.0 მლნ ლარი, კლება -3 მლნ ლარი;
11. სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო ბიუჯეტი - 3.5 მლნ ლარი, კლება -1.5 მლნ ლარი;
12. მთავრობის ადმინისტრაცია ბიუჯეტი - 15.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;
13. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტი - 15.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;
14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბიუჯეტი - 5.6 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;
15. სუსი ბიუჯეტი - 136.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;
16. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტი - 6.3 მლნ ლარი, კლება -0.75 მლნ ლარი;
17. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ბიუჯეტი - 2.5 მლნ ლარი, კლება -0.7 მლნ ლარი;
18. სსიპ − საპენსიო სააგენტო ბიუჯეტი - 4.5 მლნ ლარი, კლება -0.5 მლნ ლარი;
რა იცვლება განათლების მიმართულებით?
წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1.54 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან მიმართებით 127.7 მილიონი ლარით ნაკლებია.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების შემცირება სამინისტროს სამივე მიმართულებაში - განათლებაში, კულტურასა და სპორტში, ძირითადად კი ინფრასტრუქტურული ხარჯების მიმართულებით დაგეგმილი კლებით არის გამოწვეული.
ზოგადი და სკოლამდელი განათლება:
ბიუჯეტი - 906.9 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 20.4 მილიონი ლარი.
სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება:
ბიუჯეტი - 119.2 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 17,6. მილიონი ლარი.
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 61.1 მილიონი ლარია, რაც პირვანდელ პროექტთან შედარებით 19.4 მილიონით მცირდება.
პროფესიული განათლება:
ბიუჯეტი - 46.5 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 6.4 მილიონი ლარი.
უმაღლესი განათლება:
ბიუჯეტი - 142 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 2.9 მილიონი ლარი.
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა:
ბიუჯეტი - 57.3 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 8.2 მილიონი ლარი.
კულტურა და სპორტი:
ხარჯების კლებაა დაგეგმილი კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც. კულტურის განვითარების პროგრამების დაფინანსება 17.8 მილიონი ლარით დაიკლებს და 70.9 მილიონი ლარი გახდება, ხოლო სპორტის მიმართულებით ხარჯების შემცირება კი 46.1 მილიონია და ის 84.2 მილიონით არის განსაზღვრული.