მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შესახებ ვიცით

ვალენსია / წყალდიდობა

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის სამხრეთ ნაწილს საზარელი წყალდიდობა დაატყდა თავს, რომელსაც, ამ დროისთვის, 214 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი დარტყმა ვალენსიამ მიიღო, სადაც რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურა განადგურდა. ბუნებრივი კატაკლიზმა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ვალენსიის ხელისუფლებამ განგაშის მეორე დონე გამოაცხადა და პროცესების მართვა ცენტრალურ ხელისუფლებას გადააბარა.

შედეგად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის სამხრეთში დამატებით 10,000 ჯარისკაცი და პოლიციელი მოაბილიზა. ვალენსიის და პაიპორტას ქუჩებში ესპანეთის სხვადასხვა ნაწილიდან ჩასული ათასობით მოხალისეც მუშაობს.

როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი, ბუნებრივი კატაკლიზმა, რომელიც ესპანეთის სამხრეთს თავს დაატყდა, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რომელიც, თავის წილ, ადამიანური პროცესების შედეგად აჩქარდა. მეცნიერების მიერ დასახელებული ერთი ფაქტორი თბილ ჰაერს უკავშირდება, რომელიც უფრო დიდი მოცულობით წყალს ინახავს, რომელსაც, მოგვიანებით, წვიმის სახით დედამიწაზე აბრუნებს. ეს ფაქტორი, თავის წილ, ხმელთაშუა ზღვის გათბობით არის განპირობებული, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში რეკორდულ 28.47 გრადუსამდე გაიზარდა. მაღალი ტემპერატურის ფონზე მეტი ორთქლი იქმნება, რაც, თავის წილ, უფრო მასიურ წვიმას წარმოქმნის.

კონკრეტულად რა მოცულობის ფინანსური ზარალი მიადგა ესპანეთს ქვეყნის სამხრეთში მომხდარი წყალდიდობით, ჯერჯერობით, უცნობია. პირველ ნოემბერს ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ €24.8 მილიონი გამოყო და ეს თანხა ვალენსიის მუნიციპალიტეტში არსებული გზების და რკინიგზის რეაბილიტაციაზე უნდა დახარჯულიყო. თუკი ბუნებრივი კატაკლიზმის მასშტაბს გავითვალისწინებთ, ეს თანხა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმეჯერ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები