ყველაფერი უცებ ვერ შეიცვლება, კანდიდატის სტატუსის ზემოქმედებას ეკონომიკაზე ნელ-ნელა ნახავთ, - ასე უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რა გავლენა იქონია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა საქართველოს ეკონომიკაზე.
„ეს პროცესის დასაწყისია, ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი. ყველაფერი უცებ ვერ შეიცვლება, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს არის მოგზაურობა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. თითოეული ნაბიჯი ამყარებს და აძლიერებს ეკონომიკას, აქ საჭირო იყო ინსტიტუციების გამოდერნიზება და ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს. თქვენ ნელ-ნელა ნახავთ ამის ზემოქმედებას ეკონომიკაზე. ეს ნელ-ნელა გამოჩნდება. წლები სჭირდება, რომ ძალიან ხელშესახები შედეგები იყოს - ჩვენი გამოცდილება ასეთია. ბევრ ქვეყანაში გვიმუშავია. მე პირადად ისეთ ქვეყნებშიც მიმუშავია, სადაც ტრანზიცია ხდება, გარდაქმნა, რა თქმა უნდა წარმატებულ შედეგებს თავის დროზე ვნახავთ“, - განაცხადა მან.