მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აუდიტის სამსახური კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს - ცოტნე ყავლაშვილი

63244e66c2585
BM.GE
16.09.22 14:32
700
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. 

“აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, წარმატებული ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული იყოს”,-განაცხადა ყავლაშვილმა წარდგენის დროს.

მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები