მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფციული რისკები გადაზღვეული იყოს - ინფრასტრუქტურის მინისტრი

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ კორუფციული რისკების დასაზღვევად ყველაფერი გაკეთდება. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი კორუფციის შემთხვევების ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებს უკავშირდებოდა, BMG დაინტერესდა, როგორ მოხდება მსგავსი რისკების გადაზღვევა და ელის თუ არა მინისტრი, რომ უწყების რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგება. როგორც სოხაძე ამბობს, კონკრეტულ საქმეებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უკომპრომისოები იქნებიან.

"მე ვერაფერს გეტყვით კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეების შესახებ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შორის კორუფციული რისკები იყოს ყველანაირად გადაზღვეული. ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისოები და შეურიგებლები და მეორე მხრივ, შევქმნით ისეთ მექანიზმებს და ვქმნით ისეთ მექანიზმებს, რომ არც ერთ კომპანიას არ მიეცეს საშუალება ბოროტად ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით, ან თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, თავშივე მოხდეს აღკვეთა", - ამბობს რევაზ სოხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები