მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში ბიუროკრატია მაქსიმალურად შემცირდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

64a7a3f94bc1d
ინგა მურუსიძე
07.07.23 09:33
670
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსზე და თქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს მის მისაღებად. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ სტატუსს მიიღებს.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა. საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მაქსიმალურად მიმზიდველი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები