რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მლრდ დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია. თუმცა რა თქმა უნდა, ვერც ასეთი და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება ძირეულ ქართულ ინტერესებს.
აქ სასწორზე დგას მთავარი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის - ბიძინა ივანიშვილი არანაირი შანტაჟის მიუხედავად არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთი სცენარის განვითარებას, რაც განვითარდა უკრაინაში. არანაირი შანტაჟი და სანქცია არ აიძულებს მას, გადადგას ნაბიჯები ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.