მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველამ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება" - პაპუაშვილი არასამთავრობოებს პასუხობს

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "რუსულ კანონს" ხელი მოაწერა. მისი თქმით, ყველამ იცის, რა შედეგი მოჰყვება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც არასამთავრობო სექტორმა უკვე დააანონსა.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დაუმორჩილებლობა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

"კანონის დაუმორჩილებლობა, რაც რამდენიმე ორგანიზაციამ დააანონსა არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას, ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლიან სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი, ყველამ ვიცით რა შედეგები მოჰყვება იმას თუ არ იქნება დეკლარირება.

როდესაც ვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, იქვე მოგიწოდებთ ყველას ჰკითხოთ, თუ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიურად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ?", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები