მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით - კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქის არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, რაც როგორც ამბობს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაუდგება გვერდში იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთა ქონებასაც აქციის მონაწილეებმა ზიანი მიაყენეს.

„ბევრი პრობლემა შექმნეს დედაქალაქში. მემგონი აქაც ხედავს საზოგადოება განსხვავებას - ჩვენ ვაშენებთ, ვქმნით, რეაბილიტაციას ვუტარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს, ეს რადიკალები და მოძალადეები კი ანგრევენ, ანადგურებენ მათ. ძალიან მძიმეა და ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს.

ჩვენ, ცხადია, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით. მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

4 ოქტომბრის აქციის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემთხვევა კაფე ვანილის სახლი“ იყო, რომელიც ორბელიანის მოედანზე, მდებარეობს.

საზოგადოების ნაწილი, მათ შორის აქციის პერმანენტული აქციების მონაწილეები სოციალურ ქსელებში კაფისთვის ფინანსურ დახმარებას გეგმავდა, თუმცა მფლობელმა დახმარების ამ ფორმას უარი უთხრა.

„არ მინდა არანაირი ფონდი და ჩარიცხვები, დიდი მადლობა. ვერ მივიღებ ამ დახმარებას… ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება, თუ გვესტუმრებით ჩვენი კერძების დასაგემოვნებლად... მთავარია, შიდა სივრცე გადარჩა და როგორღაც გამოვძვრებით. თქვენი მხარდაჭერით ისევ წინ წავალთ და მჯერა, თავიდან შევიძენთ ტერასის ინვენტარს“, – წერს ველენგურსკაია სოციალურ ქსელში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები