მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი პრობლემა გლდანშია - კახა კალაძე

თბილისის მერია
BM. GE
29.08.23 22:54
99

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში მოსული უხვი ნალექების შესახებ განცხადება გააკეთა. კალაძის თქმით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მოქალაქეებს დახმარებას უწევს. თბილისის მერი აღნიშნავს, რომ წვიმამ ყველაზე მეტი პრობლემა გლდანში შექმნა. 

„თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ",- აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერია მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

კალაძის თქმით, მას მოგვიანებით სპეციალური ბრიფინგიც ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები