მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნების რეიტინგი

ვალი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 111 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის 1/3-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

როგორც წესი, ყველაზე დიდი ვალი განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ და ეს ქვეყნები საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად იყენებენ. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი - ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს; კორუფციის და მითვისების შემთხვევაში კი, საგარეო ვალს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.

იმ ქვეყნების სია, რომელთაც ყველაზე დიდი ვალი აქვს, ასე გამოიყურება:

1. აშშ - $38.5 ტრილიონი

2. ჩინეთი - $18.7 ტრილიონი

3. იაპონია - $9.8 ტრილიონი

4. დიდი ბრიტანეთი - $4.1 ტრილიონი

5. საფრანგეთი - $3.9 ტრილიონი

6. იტალია - $3.5 ტრილიონი

7. ინდოეთი - $3.4 ტრილიონი

8. გერმანია - $3.3 ტრილიონი

9. კანადა - $2.6 ტრილიონი

10. ბრაზილია - $2 ტრილიონი


შედარებისთვის, საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა $12.8 მილიარდს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 34.2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები