მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანიების რეიტინგი

64439871f12ca
მარიამ იზორია
22.04.23 12:18
2325
პანდემიამდე ავიაინდუსტრიას დიდი ზრდა ჰქონდა, თუმცა პანდემიამ თითქმის სრულად გააჩერა სექტორი. გლობალური მოგზაურობის რაოდენობა 2004 წლიდან 2019 წლამდე $4.7 მილიარდამდე გაიზარდა. 2020-მა პანდემიურმა წელმა კი ეს რიცხვი $1.8 მილიარდამდე შეამცირა. სანამ პოსტპანდემიური გამოჯანსაღება დაიწყო, არსებული მდგომარეობა ავიაკომპანიების შემოსავლებზე აისახა.

BRAND finance-ს მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანიების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგში ამერიკული კომპანიები ლიდერობენ. კერძოდ, ხუთეულში ოთხი ჩრდილოეთ ამერიკული ბრენდია.

American Airlines, Delta, United, Southwest და air Canada - ამ 5 ლიდერი ჩრდილოეთ ამერიკული ავიაკომპანიის საერთო ღირებულება 2022 წლის მონაცემებით $26.6 მილიარდს აღწევს.

ათეულშია ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანია Emirats, რომლის ღირებულებაც $5 მილიარდს შეადგენს. რეიტინგში მოხვდა აზიური ავიაკომპანია air china $2.4 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ევროპული ავიაკომპანია Lufthansa $2.3 მილიარდად ფასდება. აზიური ავიაკომპანიების China southern-ისა და ANA-ს ღირებულებები $2.3 მილიარდია.

ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანიების რეიტიგნი ასე გამოიყურება:

Delta $7.3 მლრდ
North America American Airlines $6.3 მლრდ
North America United Airlines $5.5 მლრდ
North America Emirates $5.0 მლრდ
Middle East Southwest Airlines $5.0 მლრდ
North America Air Canada $2.5 მლრდ
North America Air China $2.4 მლრდ
Asia Lufthansa $2.3 მლრდ
Europe China southern $2.3 მლრდ
ANA $2.3 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები