მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ჩოგბურთელები 2023 წელს

მდიდარი ჩოგბურთელები 2023

2023 წელს ჩოგბურთში ოთხმა სპორტსმენმა 10 მილიონ დოლარზე დიდი თანხის გამომუშავება შეძლო. მსგავსი შემთხვევა აქამდე სულ სამჯერ დაფიქსირდა: 2012, 2015 და 2019 წლებში.

2023 წელს $2 მილიონიანი ნიშნულზე გადაბიჯება სულ 21-მა მამაკაცმა და 15-მა ქალბატონმა სპორტსმენმა შეძლეს.

მამაკაცმა ჩოგბურთელებმა წელს ჯამში 84,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, 62%-ით მეტი ვიდრე ქალებმა, რომელთაც 52,1 მილიონი დოლარი ერგოთ. ამხელა სხვაობა გენდერებს შორის ანაზღაურებებში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

გამოსარჩევია იგა შვიონტეკი, რომელმაც ქალებს შორის ყველაზე მეტი 9,9 მილიონი დოლარის გამოიმუშავა და 1,7 მილიონით მეორე ყველაზე შემოსავლიან ქალ ჩოგბურთელ არინა საბალენკას გადაასწრო, რომელმაც 8,2 მილიონი დოლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიან ქალ სპორტსმენებს შორის ათიდან შვიდი ჩოგბურთელი იყო.

მამაკაცებს შორის და მთლიანობაშიც ყველაზე დიდი შემოსავალი წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიიღო, რომელმაც 16 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. იმის მიუხედავად, რომ 2023-ში ჯოკოვიჩმა მხოლოდ 12 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა მან კარიერულად სეზონებს შორის, შემოსავლებში მაინც მეხუთე შედეგი დააფიქსირა. სერბმა სპორტსმენმა 4-იდან 3 დიდი სლემის მოგება შეძლო, მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი და წელი პირველ პოზიციაზე დაასრულა, თუმცა ამის მიუხედავად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა 2015 წლის შედეგის გადასაფარად, რა დროსაც ჯოკოვიჩმა 21 მილიონი დოლარი მიიღო.

ჯოკოვიჩის შემდეგ რეიტინგში მოდიან კარლოს ალკარასი (15,2 მილიონი დოლარი), დანილ მედვედევი (11,5 მილიონი დოლარი) და იანიკ სინერი (10,5 მილიონი დოლარი).