მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალი, 10.5%-იანი ამონაგები მაღალრისკიან პორტფელს აქვს - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო სააგენტომ საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მათ განკარგვაში არსებული სამი საპენსიო პორტფელიდან ყველაზე მაღალი - 10.5%-იანი ამონაგები მაღალრისკიან საპენსიო პორტფელს აქვს.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში 1.3-მა მილიონმა მოქალაქემ 4.8 მილიარდი ლარის დანაზოგი განახორციელა. 2019 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტომდე ყველა მოქალაქის დანაზოგი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ინვესტირდებოდა, ხოლო აგვისტოში ფონდი სამ ნაწილად - დაბალრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებად დაიყო. მაღალრისკიან ანუ დინამიურ საპენსიო პორტფელში კანონის მოთხოვნების შესაბამისად გადავიდა 40 წლამდე ასაკის მონაწილეთა დანაზოგი, რაც აღნიშნულ პერიოდში 2.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. 40-50 წლის მოქალაქეთა დანაზოგები რაც აღნიშნულ პერიოდში 582 მილიონი ლარი იყო საშუალორისკიან პორტფელში განთავსდა, ხოლო 50 წელზე უფროს პირთა დანაზოგები რაც მაშინ 329 მილიონი ლარი იყო. მაღალრისკიანი პორტფელი დაბალრისკიანი პორტფელისგან განსხვავდება იმით, რომ მასში გლობალური აქციების წილი უფრო მაღალია და 40-60%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც დაბალრისკიან პორტფელში მისი ჭერი მაქსიმუმ 20%-ია. იმის გამო, რომ მოქალაქეთა დანაზოგების უდიდესმა ნაწილმა მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეთა დანაზოგები კვლავ დაბალრისკიან პორტფელში გადავიდოდა და სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა საკუთარი ინდივიდუალური განაცხადებით შეეძლებოდათ. აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, დანაზოგები კვლავ დაბალრისკიან პორტფელში დაბრუნდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე კი 9,683-მა მოქალაქემ, რომლებმაც თანხა საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში გადაიტანა. ჯამში გადატანილია 46 მილიონი ლარის პორტფელი. შესაბამისად, მაღალი საპენსიო ამონაგები სწორედ მათ დაერიცხათ.

საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ამონაგებები პორტფელების მიხედვით ასე ნაწილდება:

დაბალრისკიანი პორტფელი - 8.5%;

საშუალორისკიანი პორტფელი - 10%;

მაღალრისკიანი პორტფელი - 10.5%.

მოქალაქეებს საპენსიო ფონდის პორტფელის ცვლილება განცხადების საფუძველზე შეუძლიათ. დეტალური გზამკვლევი საპენსიო პორტფელის ცვლილებისთვის შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.