მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისში - ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია|სად რამდენია?

რაჭა ტყე

საქსტატი-ის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 2466 ლარს შეადგენდა, თუმცა რეგიონულ ჭრილში განსხვავებები კვლავ მნიშვნელოვნად ნარჩუნდება და ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად კონცენტრირებულია დედაქალაქში.

ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება ფიქსირდება თბილისი-ში, სადაც ხელფასი თვეში 2830 ლარს აღწევს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით დაახლოებით 2264 ლარია. დედაქალაქში მაღალი საშუალო ხელფასის ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ეროვნულ დონეზე მოღვაწე კომპანიები ხშირ შემთხვევაში თბილისში არის რეგისტრირებული, შესაბამისად მათ მიერ გაცემული ხელფასები იმის მიუხედავად რომ ისინი შეიძლება რეგიონებში გაიცა, მაინც თბილისის ხელფასებად აღირიცხება, ხოლო კახეთის ან იმერეთის ხელფასებად კი ძირითადად აღირიცხება ისეთი კომპანიების მიერ გაცემული ხელფასები, რომლებიც უშუალოდ ამავე რეგიონში არიან რეგისტრირებული.

რეგიონების მიხედვით, საშუალო ხელფასები ასე ნაწილდება:

  1. ქ. თბილისი — საშუალო ხელფასი: 2830 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 2264 ლარი; წლიური ცვლილება: 10%
  2. მცხეთა-მთიანეთი — საშუალო ხელფასი: 2403 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1922 ლარი; წლიური ცვლილება: 15%
  3. ქვემო ქართლი — საშუალო ხელფასი: 2219 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1775 ლარი; წლიური ცვლილება: 19%
  4. აჭარის ა.რ. — საშუალო ხელფასი: 2108 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1686 ლარი; წლიური ცვლილება: 16%
  5. კახეთი — საშუალო ხელფასი: 1657 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1326 ლარი; წლიური ცვლილება: 15%
  6. სამეგრელო-ზემო სვანეთი — საშუალო ხელფასი: 1645 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1316 ლარი; წლიური ცვლილება: 10%
  7. სამცხე-ჯავახეთი — საშუალო ხელფასი: 1635 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1308 ლარი; წლიური ცვლილება: 12%
  8. იმერეთი — საშუალო ხელფასი: 1606 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1285 ლარი; წლიური ცვლილება: 11%
  9. შიდა ქართლი — საშუალო ხელფასი: 1604 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1283 ლარი; წლიური ცვლილება: 11%
  10. გურია — საშუალო ხელფასი: 1516 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1213 ლარი; წლიური ცვლილება: 16%
  11. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — საშუალო ხელფასი: 1259 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გარეშე): 1007 ლარი; წლიური ცვლილება: 19%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები