მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები 2023 წელს

მდიდარი ფეხბურთელები 2023

2022 წლის დეკემბერში კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში ტრანსფერის შემდეგ საფეხბურთო სამყაროში ახალი ე.წ. “არაბული” ხანა დადგა. არაბებს ძალიან დიდი სპორტული ამბიციები აქვთ და გასულ ორ სატრანსფერო ფანჯარაზე 94 ფეხბურთელის ტრანსფერში თითქმის 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ფულის გამო არაბეთში თამაშზე უარი თქვეს, მაგალითად კილიან მბაპემ ერთ მილიარდიანი წინადადება უარყო და “პსჟ-ში” დარჩა, ხოლო ლეო მესიმ 1,6 მილიარდიანი წინადადება უარით გაისტუმრა და 65 მილიონ დოლარად ამერიკულ “ინტერ მაიამიში” თამაშობს.

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა შეადგინა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი, რომელთა ჯამური შემოსავალიც 995 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 53%-ით მეტია 2022 წელს დაფიქსირებულ შედეგებზე, როდესაც მოთამაშეების ხელფასების რაოდენობა 652 მილიონი დოლარით განისაზღვრა. 

რეიტინგში გათვალისწინებულია ხელფასები, ბონუსები, საიმიჯო შეთანხმებები და არასაფეხბურთო საქმიანობიდან შემოსული თანხებიც.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ (ალ ნასრი) - 260 მილიონი დოლარი
2. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) - 135 მილიონი დოლარი
3. ნეიმარი (ალ ჰილალი) - 112 მილიონი დოლარი
4. კილიან მბაპე (პსჟ) - 110 მილიონი დოლარი
5. კარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი) - 106 მილიონი დოლარი
6. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) - 58 მილიონი დოლარი
7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 53 მილიონი დოლარი
8. სადიო მანე (ალ ნასრი) - 52 მილიონი დოლარი
9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) - 39 მილიონი დოლარი
10. ჰარი კეინი ( მიუნხენის ბაიერნი) - 36 მილიონი დოლარი