ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის საზომი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ვალუტის არც ზედმეტად გამყარებაა მისასალმებელი და არც ზედმეტად გაუფასურება, რადგან მაღალი მერყეობის პირობებში ბიზნესის კეთება განსაკუთრებით რთულია.
გასული წელი რამდენიმე სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით არასახარბიელო აღმოჩნდა, რადგან მათმა ეროვნულმა ვალუტებმა ამერიკული დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება განიცადეს.
ცხადია, საბაზისო წერტილად ამერიკულ დოლარს ვიყენებთ, რადგან ის გლობალური სარეზერვო ვალუტაა, რომელზეც ტრანზაქციებს 70% მოდის.
ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტები (აშშ დოლართან მიმართებით):
1. ზიმბაბვური დოლარი -92%
2. ლიბანური ფუნტი -90%
3. სირიული ფუნტი -81%
4. არგენტინული პესო -77%
5. ნიგერიული ნაირა -50%
ყველაზე მეტად გამყარებული ვალუტები (აშშ დოლართან მიმართებით):
1. ავღანური ავღანი +26%
2. კოლუმბიური პესო +19%
3. ჰაიტიური გურდე +13%
4. ალბანური ლეკი +12%
5. მექსიკური პესო +8%