მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტად მოუწესრიგებელი იახტ-კლუბები გვაფერხებს - Ramses Yachts

64c217f36b373
ნინი ლონგურაშვილი
29.07.23 23:31
683

იახტების დილერმა Ramses Yachts-მა 2020 წლიდან დღემდე საქართველოში ჯამში 16 იახტა და კატერი გაყიდა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, იახტების ეს რაოდენობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდა.

ამას გარდა ჩიკვაიძე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. “საქართველოში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ქვეყანაში არ გვაქვს მოწესრიგებული იახტ კლუბები, როგორიც მაგალითად ევროპაშია. ამიტომ, იძულებული ვართ, მოვერგოთ იმ პირობებს, რაც გვაქვს. იმდენად დიდია ინტერესი და მოთხოვნა დღის კრუიზერების და იახტების შეძენის, რომ ჯერჯერობით ამ პირობებს ვერგებით. 

დღეს ამ ბიზნესში ორი შემაფერხებელი ფაქტორია: ინფრასტრუქტურა და კადრების სიმცირე. სერიოზული პრობლემა გვაქვს კადრების მიმართულებითაც და იძულებული ვართ, კადრები თურქეთიდან და საბერძნეთიდან შემოვიყვანოთ“,-ამბობს ჩიკვაიძე

Ramses Yachts-მა 2017 წელს ქვეყანაში იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა, ხოლო 2023 წლიდან, ახალი ასევე იტალიური წარმოშობის კომპანია“კრანკ იახტს”-ის პროდუქციის გაყიდვა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები