მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ექსპორტზე შეიძლება გაიტანოს, არის ცოდნა - თორნიკე ჯანაშვილი

643ab9d90607f
თამთა ჯიჯავაძე
15.04.23 22:00
1492
ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს, არის ცოდნა, - ამის შესახებ "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა, თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების და ცოდნის ქვეყანაში შემოტანა, თუმცა ახლა საქართველოს განათლების სისტემა თითქოს „თავდაცვის რეჟიმშია“.

„ჩვენი განათლების სისტემა ჩამორჩენილია... უფრო მე-20 საუკუნის გადმონაშთია. მსოფლიო ბაზარი კი ამ მხრივ 21-ე საუკუნეში შეცვლილია, ყოველწლიურად იცვლება ყველაფერი და საჭიროა თანამედროვე მიდგომები. ჩვენი განათლების სისტემა ძალიან ჩაკეტილია, თითქოს თავდაცვის რეჟიმში არიან. აუცილებელია, რომ დერეგულირდეს ეს ბაზარი. ყველაზე მეტად საერთაშორისო გამოცდილება განათლების მიმართულებით უნდა შემოვიტანოთ. არაერთმა სექტორმა უკვე გვანახა, რომ როცა გარკვეული საერთაშორისო გამოცდილება შემოვიდა, წლების მანძილზე ჩვენმა კადრებმა სხვა ქვეყნის კადრებს აჯობა, უბრალოდ ამ გამოცდილებაზე წვდომა გვჭირდება. ჩვენი ეკონომიკა კი პირდაპირ ბმაში იქნება ამ ყველაფერთან.

ყველაზე მეტად რაც შეიძლება ჩენმა ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს, არის ჩვენი ცოდნა. ამაზე მომგებიანი და რენტაბელური სერვისი არ არსებობს. ჩვენი IT-აკადემიის მაგალითზე გეტყვით. ჩვენი კურსდამთავრებულის მინიმალური ხელფასი თვეში 3000-4000 ევრო იქნება, რომელიც მას შესრულებული სამუშაოს შედეგად საზღვარგარეთიდან ჩაერიცხება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ გავაჩინოთ 1000 ასეთი ადამიანი, რომელთა წყალობითაც თვეში 4 მლნ ევრო შემოვა“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

ცნობისთვის, „ბლოკ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორის თქმით, კომპანია რეგიონებში საერთაშორისო IT აკადემიების გახსნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები