მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის ლარის კურსის დაჭერაა - "კულას" დირექტორი

5e7c7015bd433
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 13:20
1241
გორის საკონსერვო ქარხანა "კულას" დირექტორი მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიას დადებითად აფასებს და სამთავრობო პროგრამაში ჩართვას ფინანსური დახმარების სახით თავადაც გეგმავს.

როგორც BM.GE-ს "კულას" დირექტორმა ივანე გოგლიძემ განუცხადა, ბიზნესი არსებულ რეალობას მოერგება, თუმცა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის მდგრადობაზე იზრუნოს.

"ვფიქრობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის, ეს ლარის კურსის დაჭერაა. ახლა რომ ვაკვირდები, სამეზობლოში ყველაზე ცუდი ჩვენი სიტუაციაა. ჩემი აზრით, იზოლაცია აუციელებელია და ეს უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ. ბიზნესები ავეწყობით და გადავეწყობით იმაზე, რომ ხალხი ვატაროთ და დეზინფექცია ჩავატაროთ, მაგრამ კურსის ცვლილება ძალიან გვირტყამს, იმიტომ რომ პროდუქტის იმპორტი - ეს იქნება შუშა, თავსახური, შაქარი თუ სხვა, ძვირდება", - განაცხადა ივანე გოგლიძემ.

"კულა" მთავრობის მიერ წამოწყებულ კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიას სავარაუდოდ აპრილში შეუერთდება.

"მარტის თვე უნდა დავხუროთ, ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება ამ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე", - ამბობს ქარხნის დირექტორი.

მისივე თქმით, "კულაში" საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მათ პროდუქტზე ფასები, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, უახლოესი 2 თვის განმავლობაში არ გაიზრდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები