ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის მონაცემებით, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 221 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2018 წლის ზაფხულში კი - 107 მლნ კვტ.სთ. ძირითადი მომწოდებლები ამ პერიოდში რუსეთი და აზერბაიჯანი იყვნენ.
რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებელი გასულ ზაფხულთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა და ივნისი-აგვისტოს პერიოდში 106 მლნ კვტ.სთ დაფიქსირდა.




























