მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზახაროვა ზურაბიშვილს მიმართავს – „სისულელეა იმის ფიქრი, რომ EU-ს სხვისთვის ევროპული მომავლის მინიჭება შეუძლია“

ზახაროვა

სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ არ შეიძლება ვინმემ საქართველოს თავისი ევროპული მომავალი წაართვას.

„როგორც ამბობენ, ჯერ ჩუმად მინდოდა ყოფნა. მაგრამ რაკი ჩვენს ქვეყანას შეეხნენ, ვუპასუხებ.

სისულელეა იმის ფიქრი, რომ ევროკავშირს შეუძლია კიდევ ვინმეს მიანიჭოს ევროპული მომავალი.

სხვათა შორის, კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რითია უარესი ქართული მომავალი ევროპულზე? საქართველო, შევახსენებ ამ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე უფროსია“, – წერს იგი.

ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის მოწმეები - პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები