მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ზამთრის სეზონი მოულოდნელად კარგია” - “Borjomi UnderWood Hotel”

61e3b924d3d7b
მარიამ იზორია
16.01.22 10:20
976
სასტუმროს “Borjomi UnderWood Hotel”-ის დამფუძნებელი დიმიტრი ბაქრაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და დღეში 2-3 ახალი ჯავშანი აქვთ, სასტუმროს დატვირთულობა კი კვირის დღეების გათვალისწინებით 20-70%-მდე მერყეობს.

მისივე განმარტებით, სასტუმრომ ახალი წლის პერიოდში ძირითადად ქართველ დამსვენებელს უმასპინძლა, ზაფხულში კი სტუმრების 80%-ს არაბი ტურისტები შეადგენდნენ.

“ზამთრის სეზონი მოულოდნელად კარგია, დღეში 2-3 ჯავშანი მაინც შემოგვდის. სასტუმროს დატვირთულობა კვირის დღეებზეა დამოკიდებული...

საახალწლოდ სასტუმროში უმეტესად ქართველები ისვენებდნენ, იმატა რუსი ტურისტების რაოდენობამაც, ზაფხულში კი დამსვენებლების 80% არაბი იყო” - განმარტავს “Borjomi UnderWood Hotel”-ის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, “Borjomi UnderWood Hotel” 2019 წელს გაიხსნა. სასტუმრო 14 განსხვავებულ ნომერს, ღვინისა და ყავის სეზონურ ბარსა და რესტორანს აერთიანებს. რაც შეეხება განთავსების ფასებს, ნომრის ღირებულება საუზმის გარეშე, ორ პერსონაზე 125-250 ლარამდე მერყეობს, საუზმით კი 290 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები