მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონზე „სოხუმის“ აეროპორტში მოსკოვიდან ფრენები შემცირდება

სოხუმის აეროპორტი

2025-2026 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის შემცირების გამო, სოხუმის აეროპორტში ფრენების შემცირდება. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად სოხუმი-მოსკოვის ავიამიმოსვლის სტაბილური შენარჩუნებისთვის ზომებს ამუშავებენ. დაგეგმილია ოთხშაბათობითა და შაბათობით Bombardier CRJ-200 ტიპის ხომალდებით რეგულარული რეისების შენარჩუნება.

25 ოქტომბერს „სოხუმის“ აეროპორტმა მაისში განახლებული ოპერირების შემდეგ ზაფხულის პირველი სეზონი დახურა. მედიის ინფორმაციით, სადებიუტო სეზონის მიუხედავად, „სოხუმის“ აეროპორტმა 118 ათასი მგზავრი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები