უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანას ზამთრისთვის საკმარისი გაზის რესურსი აქვს.
“თავდასხმების მიუხედავად, უკრაინის უმეტეს ქალაქებს გაზი მიეწოდებათ. გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გვაქვს, რაც ზამთრისთვის სავსებით საკმარისია”, - აცხადებს შმიგალი.
მისივე თქმით, გასულ კვირებში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ენერგოსისტემა მაინც მუშაობს.
რუსეთმა ჯამში უკრაინის 16 რეგიონში 400-მდე ენერგეტიკული ობიექტი დააზიანა.