"ზანგეზურის დერეფნის" მშენებლობა 2030 წლამდე დასრულდება. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ამ განცხადებას CNN Turk-ი ავრცელებს.
„თურქეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამ დროისთვის ჩვენ ტვირთების სასურველი რაოდენობების გადაზიდვა არ შეგვიძლია. თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვავითარებთ ამ პოტენციას ბაქო - თბილისი - კასპიის ზღვის გავლით. ზანგეზურის დერეფანი ამ მარშრუტის გამტარუნარიანობის ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა აბდულკადირ ურალოღლუმ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფანი გახდება უმოკლესი გზა, რომელიც თურქულ სახელმწიფოსა და აღმოსავლეთს დააკავშირებს.




























