მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს

6221cb6ce3d8b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 12:32
817
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

„ზაპოროჟიეას ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების მთლიანობა ნარჩუნდება, ფიქსირდება N1 ენერგობლოკის რეაქტიული განყოფილების სამშენებლო კონსტრუქციის დაზიანება, რომელიც ენერგობლოკის უსაფრთხოებაზე ზეგავლენას არ ახდენს. სისტემა და ელემენტები, რომელიც ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მუშა მდგომარეობაში იმყოფებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნია, რომ რადიაციის ნაწილში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სპეციალისტების კავშირი ნარჩუნდება.

„ენერგობლოკების მდგომარეობა: №1 ენერგობლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები გრძელდება; № 2,3 ენერგობლოკები ქსელიდან გათიშულია და ბირთვული დანადგარების გაგრილება მიმდინარეობს, № 4 მუშაობს. № 5,6 ენერგობლოკებში ბირთვული დანადგარების გაგრილება მიმდინარეობს.

ოპერატიული პერსონალი ენერგობლოკების მდგომარეობას აკონტროლებს და უზრუნველყოფს მათ მუშაობას უსაფრთხო ექსპლუატაციის ტექნოლოგიური რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები