მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara-მ გაყიდვებით H&M-ს გაუსწრო

613f5f7a4f8cc
ნათია თაქთაქიშვილი
13.09.21 21:38
637
Zara-ს მფლობელმა მოდის სახლმა Inditex-მა გაყიდვებით H&M-ს გაუსწრო. კომპანიებმა მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Inditex-ის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ამავე კვარტალში H&M-ის გაყიდვები 9%-ით ჩამორჩება პანდემიამდე პერიოდის გაყიდვებს.

Inditex-ის გაყიდვები მაისსა და ივლისში თითქმის გაორმაგდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რადგან ქვეყნების უმეტესობაში მოხსნილი იყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. ესპანური მოდის სახლის წმინდა მოგებამ 872 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შვედური მოდის სახლის გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით 9%-ით შემცირებულია.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის გარდა H&M-ი მოდის სახლის წინააღმდეგ ჩინეთში აგორებულმა კამპანიამაც დააზარალა, ბრენდის გაყიდვები Tmall-იდან და ასევე სხვადასხვა აპლიკაციიდან მოიხსნა.

ჩინეთმა ბრენდს პროტესტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ ჩინეთის სინძიანის რეგიონში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს იძულებით ამუშავებენ. შეგახსენებთ, რომ H&M-მა უარი განაცხადა სინძიანში წარმოებული ქსოვილის შეძენასა და გამოყენებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები