მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარაფხანაში“ ტურისტი მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა

63ce25c0b2615
თათია კაკიაშვილი
23.01.23 22:45
731
„იმის მიუხედავად, რომ “ზარაფხანას” მომხმარებელთა 90% საქართველოს მოქალაქეა, გასული წლის მეორე ნახევრიდან დღემდე ტურისტი მომხმარებლების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია,“ - ამის შესახებ BMG-ის „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 2023 წლის იანვარში ოქროს სამკაულებზე, აქსესუარებსა და სუვენირებზე, კომპანიაში გაზრდილი მოთხოვნა ფიქსირდება. ირკვევა ისიც, რომ არსებობის განმავლობაში, გასული წლის დეკემბერი “ზარაფხანასთვის” გაყიდვების ყველაზე მაღალი ნიშნულით დასრულდა. ამავე პერიოდში, მოთხოვნასთან ერთად, დატვირთულობამ წარმოების ნაწილშიც მოიმატა.

„ყველა სხვა წელთან შედარებით, წელს ყველაზე აქტიური იანვარი გვაქვს. ზოგადად, წლის პირველი კვარტალი, სხვა კვარტლებთან შედარებით, პასიურობით გამოირჩევა. ეკონომიკური ზრდის შედეგად, ხალხში მეტი ფული გაჩნდა და მომხმარებელი გააქტიურდა. დღევანდელ პირობებში, როცა ლარი ასე თუ ისე დასტაბილურდა, ჩვენ შეგვიძლია, ამ ერთ ფაქტორზე ღელვა ცოტახანს მოვიშოროთ და მთლიანად ვფოკუსირდეთ საერთაშორისო ბირჟების შეფასებაზე, სადაც ბოლო ერთი თვეა, ოქროს ფასი კვლავ ზრდადია და პრინციპში, ამ ტენდენციას ინარჩუნებს,“ - განაცხადა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ წარმოება არ შეჩერდეს, რაც ქვეყნის შიდა და გლობალურ პრობლემებზე თანაბრადაა დამოკიდებული. “ზარაფხანაში” ამბობენ იმასაც, რომ თუკი 2023 წლის ბოლომდე ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, კომპანიის წარმადობა კვლავ მაღალი იქნება. მოთხოვნის ზრდას კი “ზარაფხანაში” მომხმარებლების გაზრდილ მსყიდველუნარიანობას უკავშირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები