მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზარალი, რაც ტურიზმს მიადგა სამწუხაროდ, პატარა ციფრები არ არის - PEGAS Touristik Georgia

სალომე ბერაია

საქართველოს ტურისტული სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, საავიაციო საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამდე ტურისტული პაკეტების გაძვირება გამოიწვია.

PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი, სალომე ბერაია არსებულ ვითარებას პანდემიის დროინდელ კრიზისს ადარებს.

"საავიაციო საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც კომერციული თვალსაზრისით სერიოზულ ზარალს აყენებს ტურისტულ კომპანიებს. ავიაციის სფეროში მსგავსი პრეცედენტი წლებია არ დაფიქსირებულა. ვიცით, რომ ტურისტული პაკეტის ღირებულებაში ყველაზე დიდი პროცენტული წილი სწორედ ავიაბილეთებზე მოდის. ავიაბილეთების გაძვირება პირდაპირკავშირშია უკვე ფორმირებული ტურპაკეტების ჯამურ ფასთან. ჩვენს შემთხვევაში, მომწოდებელ ავიაკომპანიებთან წლის დასაწყისში გაფორმებული ყველა კონტრაქტის პირობების გადახედვა მოგვიხდა. უფრო სწორად, იძულებულნი გავხდით ეს გაგვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო სეზონის ფრენების თითქმის 40% უკვე რეალიზებულია, ფასის შენარჩუნება გაყიდულ ბილეთებზეც კი ვერ შევძელით. შესაბამისად, ის ზარალი, რომელიც ტურიზმის სექტორს მიადგა, სამწუხაროდ, პატარა ციფრები არ არის", - ამბობს ბერაია.

ტურისტული კომპანიის წარმოსადგენი ფიქრობს, რომ საქმე გრძელვადიან კრიზისთან გვაქვს და მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება.

“ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მიმდინარე პროგნოზი უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მხოლოდ სამთვიანი ზაფხულის სეზონი. რომც მორჩეს კრიზისი ძალიან გაუჭირდებათ კომპანიებს უცებ გადაეწყონ და დაუბრუნდნენ იმ ნიშნულს, სადაც მარტის დასაწყისში გავჩერდით. ვფიქრობ, რომ ეს წელიც და მომდევნო წლის პირველი კვარტალიც სამწუხაროდ, ეს შედეგი იქნება", - გვეუბნება PEGAS Touristik Georgia-ს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები