მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა წერეთელი სავაჭრო ქსელების გახსნაზე - “მომხრე ვიყავი შეზღუდვები გაგრძელებულიყო”

5fe32f60795ce
ლიკა გურაბანიძე
23.12.20 22:30
2325

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ სავაჭრო ქსელების გახსნა არ უნდა მომხდარიყო.

როგორც წერეთელმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, მთავრობის ეს ნაბიჯი მათ მიერვე გასული 3 კვირის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებით მიღწეულ შედეგს საფრთხეს უქმნის.

“მომხრე ვიყავი ის შეზღუდვები, რომელიც ამ დრომდე იყო, გაგრძელებულიყო და ცოტა გამკაცრებულიყო. დიდი სავაჭრო მოლების გახსნა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღწეული წარმატება, დიდი რისკის ქვეშ დადგეს.

ამ ლოგიკით, თუ მოლები იხსნება, რესტორნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ყველა პირობა დაიცვან და მათი გახსნა მოხდეს. ეს გარკვეულ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა შესაძლოა ფუნქციონირების გაგრძელება მოითხოვონ, ხოლო არგუმენტად წესების დაცვა მოიყვანონ. ასე, რომ ეს ნაბიჯი მთავრობის მხრიდან სარისკოა.

ცნობისთვის, გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას სავაჭრო ობიექტები განაახლებენ.