მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა წერეთელი: ვაქცინაზე ქვეყნებს შორის ომი მიდის და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვჭირდება

605de7bb32d44
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 23:15
1213

“ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ომი მიდის იმის გამო, მისცენ თუ არა ერთმანეთს Astrazeneca-ს ვაქცინა. ხოლო ჩვენ ამ დროს ხელი გვაქვს ჩაქნეული და ვამბობთ, რომ ვაქცინა არ გვჭირდება.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპაში ქვეყნები ეკონომიკას გახსნიან, ხოლო საქართველოს ამის შორიდან ყურება მოუწევს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება დაგვიანებულია და ის დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.

“მოსახლეობას იმ გვერდით მოვლენებზე უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რაც აცრასთან დაკავშირებულია. ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა, რომ ორგანიზმმა იმუნიტეტის გამომუშავება დაიწყოს, ცხადია როდესაც ის ორგანიზმში შედის, ამას გარკვეული რეაქცია მოჰყვება. ყველაზე ძლიერი გართულების ფორმა სწორედ ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიაა. ამ შემთხვევების შესახებ Astrazeneca-მ და Pfizer-მა ვაქცინების ანოტაციაში მონაცემები შეიტანეს. თუმცა, ეს მოსახლეობამ არ იცოდა და ამაზე საუბარი უნდა ყოფილიყო, ეს სიურპრიზი აღარ იქნებოდა.

მოხდა დამთხვევა, რომ როდესაც საქართველომ ვაქცინა შემოიტანა ევროპაში თრომბოემბოლიაზე საუბრები დაიწყო და ევროპის ქვეყნებმა ის შეაჩერეს, ხოლო ამან საქართველოში უარყოფითი მოლოდინი გააჩინა. ევროპის წამლების სააგენტოს უნდა დავლოდებოდით და ამით მოსახლეობაში ნდობას გავზრდიდით. საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ ჩატარდა, რამაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, სადაც ახლა ვართ.” - აღნიშნა წერეთელმა.