მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოთლების დაწვისთვის 89 ჯარიმა გამოწერა

ფოთლების დაწვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით დაწვის 149 ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისი მონაცემები BMG-მ უწყებიდან გამოითხოვა.

საქმე ის არის, რომ ნარჩენის ღია წესით დაწვა კანონით აკრძალულია და დაჯარიმებას ითვალისწინებს. კერძოდ, ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვაზე ჯარიმა 500 ლარია. ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მიმართულებით წელს 89 დარღვევა გამოვლინდა. ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში გათვალისწინებული 1 500 ლარიანი ჯარიმა 60 ფაქტზე გამოიწერა.

ყველაზე მეტი 500-ლარიანი ჯარიმა აჭარასა (29) და კახეთში (17) გამოიწერა. 1500-ლარიანი კი ქვემო ქართლსა (16) და თბილისში (16).

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2023 წელს ჯამურად, ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვის 223 ფაქტი გამოვლინდა. საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის დაწვის კი - 120 ფაქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები