მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედიზედ ორი წელია „თელიანი ველი“ ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია

642adc37dfc64
BM.GE
03.04.23 18:01
763
მეღვინეობა „თელიანი ველი“ გერმანიაში გამართული საერთაშორისო კონკურსის Grand International Wine Award MUNDUS VINI 2023-ის რჩეულია და ქართული ღვინის „წლის საუკეთესო მწარმოებლის“ ჯილდო გადაეცა.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ღვინის მწარმოებლებს ავლენენ. უკვე მეორე წელია, მეღვინეობა „თელიანი ველი“ MUNDUS VINI-ს გამარჯვებული და წლის საუკეთესო მწარმოებლია.

ასევე, გამორჩეული შეფასება დაიმსახურა თელიანი ველის ქვევრის სერიის ღვინომ - გლეხური, საფერავი ქვევრი 2020 და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო Grand Gold ***Best of Show Georgia red*** გადაეცა. გასულ წელს კი თელიანი ველის WINERY97 სერიის ღვინო „კახური #8“ 2020 Gold, ***Best of show Georgia white***-ის მფლობელი გახდა.

წლევანდელ კონკურსზე ჟიურიმ, მთელი მსოფლიოდან 70 Grand Gold-ის, 1 924 ოქროსა და 1 035 ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინო გამოავლინა.



Mundus Vini 2023-ზე „თელიანი ველის“ ღვინოებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - 1 Grand Gold, 6 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი გადაეცა, რაც საუკეთესო შედეგია ქართველ მწარმოებლებს შორის.
Grand International Wine Award MUNDUS VINI პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია სადაც ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები, მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებიდან წარმოდგენილ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოებენ. MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გერმანელი მომხმარებლისთვის.
ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი სწორედ გერმანიაა. აღსანიშნავია, რომ ბერლინში 2021 წელს „თელიანი ველის“ წარმომადგენლობა - Teliani Europe გაიხსნა. კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს და თელიანი ველის რჩეულ პროდუქციას როგორც ჰორეკა სექტორში, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში წარადგენს.

ევროპის რეგიონში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და განვითარებისთვის მეღვინეობა „თელიანი ველი“ აქტიურად მუშაობს.
(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები