მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალს" ღვინისა და ლუდის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად გაეზარდა

თელიანი ველი

“საქართველოს კაპიტალს“ ღვინისა და ლუდის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად გაეზარდა.

საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტორებს მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ღვინის ბიზნესიდან წმინდა შემოსავალი III კვარტალში 40.4%-ით გაიზარდა და 17.4 მლნ ლარს მიაღწია. ამასთან, შემოსავლები 9 თვეში 43.2 მლნ ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 49%-იან ზრდას აჩვენებს. GCAP -ის მონაცემებით, შემოსავლების ზრდა რეალიზაციის ზრდამ განაპირობა. მესამე კვარტალში კომპანიას გაყიდული ღვინის ბოთლების რაოდენობა 61.7%-ით, 9 თვეში კი, 75% გაეზარდა. ამ კუთხით სტიმულატორი ექსპორტის ზრდაა. ექსპორტის წილი მთლიანი რეალიზაციის 86.5%-ია.

9 თვის მონაცემებით, EBITDA ამ ბიზნესიდან 2.9 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ლუდის ბიზნესს. აქ ჯამური შემოსავლების III კვარტალში 9%-ით 41 მლნ ლარამდე გაიზარდა. 9 თვეში კი, ლუდის პორტფელის შემოსავლები 108.6 მლნ ლარი იყო, თითქმის 22%-ით მეტი 2022 წლის 9 თვესთან შედარებით. ზრდის ძირითადი მიზეზი ტურიზმის ძლიერი აღდგენა და მაღალი მოთხოვნის ფონზე, პროდუქციაზე ფასების ზრდა გახდა. საშუალო ფასები ლუდსა და ლიმონათზე მესამე კვარტალში წლიურად ჭრილში, 11.4%-ით არის გაზრდილი, 9 თვეში კი, წლიური ზრდა 9.7% იყო.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს კაპიტალი“ ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა „თელიანი ველი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ალავერდი“, “გლობალ ბიერ ჯორჯია“ და სხვ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები