მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი ბელარუსებს: „ამ ომში თქვენ ჩვენს მხარეს არ ხართ... თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ გინდა იყოთ“

621b32f2cd2e4
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 12:12
969
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსებს მიმართავს და ქვეყანაში დანიშნულ რეფერენდუმზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. თავის ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ღამის განმავლობაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსების სამიზნე არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაა.

„დღეს ჩემი სიტყვები ბელარუსის მოქალაქეებისკენ არის მიმართული: დღეს ყველას საარჩევნო უბნებზე გეძახიან რომ რეფერენდუმში მიიღოთ მონაწილეობა. ეს შეიძლებოდა როგორც უბრალო პოლიტიკური პროცესი ისე გამოჩენილიყო, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი არაფერი არ არის.

ახლა სრულიად სხვა დონის გადაწყვეტილებები მიიღება. უკრაინისთვის გასული ღამე სასტიკი იყო. კვლავ სროლები და საცხოვრებელი კვარტლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ქვეყანაში არც ერთი ობიექტი არ არის დღეისთვის, რომელსაც ოკუპანტები თავის მიზნად არ მიიჩნევდნენ. ისინი ყველას წინააღმდეგ - საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლების და სასწრაფო დახმარების წინააღმდეგაც იბრძვიან. ისინი გამოიყენებენ რეაქტიულ არტილერიას, აგდებენ ჭურვებს ქალაქების იმ რაიონებში, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, სუმმა, ხარკოვი და სხვა უკრაინის ქალაქები ისეთ მდგომარეობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს და თქვენს მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

მაგრამ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენს მხარეზე არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედროები უკრაინის მიმართულებით ჭურვებს ისვრიან, თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს შვილებს და ანგრევენ ჩვენს სახლებს, ყველაფრის აფეთქებას ცდილობენ, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო აშენებული, არამხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ ჩვენი მამების და პაპების მიერ. ყველაფერი ეს დე-ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის - ბელარუსებო. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ და ვინ უნდა იყოთ, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს, ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს.. თქვენი მეზობელი კი ჩვენ - უკრაინელები ვართ. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ამ არჩევანს დღეს ამ დროს აკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ბელარუსში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშრებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი ბელარუსის სახალხო საბჭო, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იქნება. პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირად რჩება, მაგრამ ამ პოსტის პირობები უფრო მკაცრდება. პრეზიდენტად არჩევის მოთხოვნები კი იცვლება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები