მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

ზელენსკი და ალიევი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მწუხარება გამოთქვა აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და დაღუპულების გამო და თქვა, რომ სიმართლის დასადგენად რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია.

წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა, რადგან ამ დროს საჰაერო სივრცეში დრონებით შეტევა იყო. შედეგად Embraer-ის სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფიდან მალევე კომპანიამ ფრენები გააჩერა ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, მახაჩყალის და სხვა ქალაქების მიმართულებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანიის Embraer 190-ის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები მათ შორის, ვაჭრობის ზრდის პერსპექტივები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში. ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანის დახმარებას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გუშინ, 21 იანვარს გამოვიდა. მის მსგავსად ფორუმს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები