მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ - ტრამპი

ტრამპი

ვფიქრობ, ზელენსკი შესაძლოა ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ, ყოველ ჯერზე როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დეტროიტში ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.

„ზელენსკი შეიძლება იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ, საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აქედან 60 მილიარდი დოლარით მიდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ის, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხს მოაგვარებს.

„ოთხი დღის წინ, ის 60 მილიარდით დაბრუნდა სახლში და გამოაცხადა, რომ მას კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, ჯერ კიდევ არჩეული პრეზიდენტის რანგში“, – განაცხადა ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები