მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვიეს - ტრამპი უკრაინელ კოლეგას პარასკევს შეხვდება

ტრამპი და ზელენსკი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პარასკევს შეხვდებიან და მიმდინარე ომის საკითხებს განიხილავენ. აღსანიშნავია ის ცნობებიც, რომლებიც სამიტის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით ვრცელდება. არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ტრამპი პარასკევს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ცნობისთვის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების არსენალში არსებული ის ერთ-ერთი გამანადგურებელი იარაღია, რომლის უკრაინის ხელში აღმოჩენასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მისი სამხედრო შესაძლებლობები რუსული საჰაერო თავდაცვისას მნიშვნელოვნად აღემატება და ფაქტობრივად, გაუნადგურებელ ობიექტად ითვლება. Tomahawk-ის ქონა უკრაინის არმიას მისცემს შესაძლებლობას, 2,400 კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი სამიზნე გაანადგუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები