მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკიმ და ჰოვარდ ბაფეტმა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრეს

62a1b14669710
გიორგი თოლორდავა
09.06.22 13:00
871
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის შვილს, ჰოვარდ გრეჰემ ბაფეტს შეხვდა. მათ უკრაინის დაზიანებული და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„უკრაინის დახმარების მნიშვნელოვანი გეგმა განვიხილეთ. მე მას შევთავაზე შესაძლებლობა, რომ შემოუერთდეს ოდესის რეგიონში საირიგაციო სისტემის აღდგენას, ნაღმებისგან გაწმენდის პროექტს და ჩვენი ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჰოვარდ ბაფეტი მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს დირექტორის თანამდებობას 1992 წლიდან იკავებს, ის ასევე ხელმძღვანელობდა კომპანია Coca-Cola-სა და Lindsay Corporation-ს.

„ომაჰელი ორაკულის“ მემკვიდრე მსოფლიოსთვის ფილანთროპიული საქმიანობითაცაა ცნობილი. ჰოვარდის საქველმოქმედო ფონდს ჰუმანიტარული პროექტები მსოფლიოს 130 ქვეყანაში აქვს განხორციელებული. წლების განმავლობაში ფონდის მიერ საქველმოქმედო მიზნებით გაღებული თანხის საერთო მოცულობა კი მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები