უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა კავშირში უკრაინის მიღების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. ამის შესახებ მან ევროპის საბჭოსა და ევროპელი ხალხის მიმართს გაკეთებულ მიმართვაში ისაუბრა.
„ახლა ჩვენ თქვენთან ერთად ევროკავშირში უკრაინის წევრობისთვის ვემზადებით... როგორც იქნა. გთხოვთ, არ დააგვიანოთ, რადგან ამ ბოლო თვის განმავლობაში კარგად ხედავთ, ვინ რად ღირს და რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა და ცალკე გამოყო უნგრეთი. „მინდა გულწრფელი ვიყო. ერთხელ და სამუდამოთ თქვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ ვის მხარეს ხართ. თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ გაერთიანდით და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენ აამოქმედეთ სანქციები - ეს მძლავრი, მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯები იყო. ეს რომ პრევენციული ყოფილიყო, რუსეთი ომის გზით არ წავიდოდა. ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ამის შანსი იყო. Nord Stream-2 დაბლოკეთ და ამისთვისაც მადლობას გიხდით, ესეც სწორი, თუმცა ცოტა დაგვიანებული იყო. ეს რომ ადრე მომხდარიყო, რუსეთის ბუნებრივი აირის კრიზისს ვერ შექმნიდა. უკიდურეს შემთხვევაში ამის შანსი იყო“, - თქვა ზელენსკიმ.




























