უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს პრორუსულ ქართულ ხელისუფლებაზე, რომელმაც EU-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან 19 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განაცხადა - წერს eurointegration.com.ua.
ზელენსკის სიტყვებით, ყველა ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო ევროკავშირის და NATO-ს სტრუქტურებთან უნდა იყვნენ მიერთებულები, რაც უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ეხება.
„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ შეიტყუოს და ევროპული გზიდან გადაუხვიოს. ოფიციალურ თბილისში მოქმედი მმართველობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ევროპელ ლიდერებს განსაკუთრებით ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და მისი მეგობრების ზეწოლისკენ მოუწოდა: „რათა მათ არ ისარგებლონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლით და დაკარგული ათწლეულების წინსვლით“.
„ჩვენს ევროპაში არც ერთი ქვეყნის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ, ვინაიდან ერთის დაცემა ჩვენ განხეთქილებასა და კონფლიქტთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ევროკავშირს ასევე მოუწოდა მხარი დაუჭირონ მოლდოვის ევროპულ არჩევანს, რომელმაც „სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ევროპის ძალა უნდა იგრძნოს".




























