უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები - იგორ კოლომოისკი, კონსტანტინ ჟევაგო, გენადი ბოლოგიუბოვი, პეტრო პოროშენკო და ვიქტორ მედვედჩუკი დაასანქცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ მიიღო, სანქცირებული პირების აქტივების გაყინვას, მათთვის ტრანზაქციების აკრძალვას და სახელმწიფო წოდებების ჩამორთმევას გულისხმობს. სანქციების უკვე დაწესდა და ისინი უვადოდ მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი სანქცირებული პირის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს. უკრაინული “პრივატბანკის” ყოფილი მფლობელი, იგორ კოლომოისკი, რომელსაც გამოძიება თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავება, ჯერ კიდევ 2023 წლიდანაა დაპატიმრებული.
აგრეთვე დაპატიმრებულ გენადი ბოგოლიუბოვს გამოძიება 2024 წლის ივნისში უკრაინის არალეგალურად, ყალბი საბუთებით დატოვებას ედავება, ხოლო კონსტანტინ ჟევაგოს მისი ბანკის აქტივების გაფლანგვას აბრალებენ. 2022 წელს, ჟევაგო საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა, მაგრამ ბიზნესმენი გირაოთი გამოუშვეს.




























