უკრაინის მთავრობაში ცვლილებებია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის პრემიერის პოსტი იულია სვირიდენკოს შესთავაზა. ამ დროისთვის სვირიდენკო ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.
"შეხვედრა მქონდა პირველ ვიცე-პრემიერთან იულია სვირიდენკოსთან. მას შევთავაზე უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელობა, რათა მნიშვნელოვნად განაახლოს საკუთარი საქმიანობა. უახლოეს მომავალში ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენას ველოდები", - დაწერა X-ზე ზელენსკიმ.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოქმედ თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს აშშ-ში უკრაინის ელჩის პოსტზე განიხილავს. ზელენსკიმ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ აშშ-ში უკრაინის მოქმედი ელჩის ოქსანა მარკაროვას ჩანაცვლება სურს. მისივე თქმით, ის ესაუბრა მარკაროვას, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ სურს უკრაინაში განაგრძოს საქმიანობა.




























