მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკისთან „მარცვლეულის დერეფნის“, ამიაკისა და სასუქების ექსპორტის საკითხებს განვიხილავ - ერდოღანი

63b6d33b51e11
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 17:43
555
თურქეთი მიზნად რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის ხელშეწყობას ისახავს - სწორედ ეს საკითხი განიხილება დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

„ზელენსკისთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შედეგებს და რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობების შერბილების გზებს განვიხილავთ. შევეხებით „მარცვლეულის დერეფნის“, ამიაკისა და სასუქების ექსპორტის საკითხებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი დღეს დილით შედგა. „პუტინმა ღარიბი ქვეყნებისთვის აგროპოროდუქტების მიწოდების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა. ჩვენ მზად ვართ მათთან ვითანამშრომლოთ, თურქეთში მარცვლეული დავფქვათ და დაბალგანვითარებულ აფრიკულ ქვეყნებს მივაწოდოთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა და დასძინა, რომ საუბრისას ისინი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხნენ.

„სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და სირიაში არსებული მდგომარეობა მიმოვიხილეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები