ბათუმი-თბილისის მატარებელი, რომელიც დიდთოვლობის გამო ზესტაფონში გაჩერდა, ამ დროისთვის თბილისისკენ დაიძრა. ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში მოქალაქემ რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ ბათუმი-თბილისის მატარებელი, რომელიც თბილისში 13:17 საათზე უნდა ყოფილიყო, ზესტაფონში გაჩერდა. „გაითიშა დენის წყარო, გათბობა, კონდიცირება, არ იღება კარები, რომ ჟანგბადი მაინც გვქონდეს
არ გვაქვს ინფორმაცია როდისთვის იქნება შესაძლებელი პრობლემის მოგვარება“, - წერდა მოქალაქე.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მატარებელი გაჩერდა დიდთოვლობის გამო გაჩერდა და ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური თოვა სარკინიგზო ხაზის გაწმენდას ართულებდა.