მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზღვის წყლის ხარისხი შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია - თორნიკე რიჟვაძე

64941243675d4
BM.GE
22.06.23 13:18
1250
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება მოხდეს, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან",- ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, - "იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით”, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, შავი ზღვის კვლევა განხორციელდა როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერის პირა ფენაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები