ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას AFP-სთან ოჯახის წევრი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ლე პენი, რომელიც გულის პრობლემების გამო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა სამშაბათს შუადღისას გარდაიცვალა.
ჟან-მარი ლე პენმა ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ფრონტი 1972 წელს დააარსა და 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2002 წელს, ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჟაკ შირაკთან დამარცხდა.
ლე პენის ქალიშვილი, მარინ ლე პენი პარტიის ლიდერი 2011 წელს გახდა, რის შემდეგაც პარტიამ რებრენდინგი განიცადა და ბოლო წლებში საფრანგეთის პოლიტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა.