ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად", - ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.